ხაშურის ამერიკის კუთხეში თორნიკე ზურაბაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

   2015 წლის 8 ოქტომბერს, ხაშურის ამერიკის კუთხეში შედგა საჯარო ლექცია თემაზე – საქართველოს კონსტიტუციური წყობა და პარალელები ევროპის ქვეყნებთან. ლექციას გაუძღვა პოლიტიკის მკვლევარი თორნიკე ზურაბაშვილი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს ამჟამინდელ მოწყობასა და პარალელებზე. მან უპასუხა აუდიტორიის კიტხვებს და შეხვედრა არაფორმალურ გარემოშიც გაგრძელდა, რომელზეც მიმოხილულ იქნა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ: მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი”, ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობა, საქართველოს მოხალისე ხაშურიდან.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!