ვაკანსია ხაშურის პირველ სკოლაში

განმარტება სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მიერ სპეციალური მასწავლებლის შტატზე გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ!
საქართველოს კანონის ზოგადი განათლების შესახებ 21.2.-ე მუხლის ,,ე”-ქვეპუნქტის შესაბამისად სპეციალური მასწავლებელი არის მასწავლებელი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლის დაწყებით საფეხურზე და ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესში მის ჩართვას დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე. ამავე კანონის 21.3.-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სპეციალურ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სპეციალურ განათლებაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და კრედიტების რაოდენობის შესაბამისად გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

წყარო: სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლა

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!