რა მიზეზით გაათავისუფლეს ხაშურის რესურსცენტრის უფროსი? – ნეპოტიზმი, თუ კანონდარღვევა

   ცოტა ხნის წინ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ხაშურის რესურსცენტრის უფროსი, ზურაბ ურიადმყოფელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც ბატონმა ზურაბმა ,,ხაშური ნიუსს” აცნობა გათავისუფლება უკანონოდ მოხდა და ფაქტის შესახებ სასამართლოში ჩივილს აპირებს, გარდა ამისა ის მიმართავს მედიას, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და ამ საქმის დეტალებს გაეცნონ. ,,ხაშური ნიუსი” სრულად გთავაზობთ ბატონ ზურაბის კომენტარს და ნათლად გაგარკვევთ გათავისუფლების მიზეზებში.

ზურაბ ურიადმყოფელი: ,,მიმდინარე წლის აპრილში ტელეფონით დამიკავშირდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, დავით ლომინაშვილი, რომელმაც ჩემგან მოითხოვა რესურსცენტრში არსებულ უფროსი სპეციალისტის (იურისტის) ვაკანტურ თანამდებობაზე დამენიშნა ვინმე ლაშა გოგალაძე დროებით მოვალეობის შემსრულებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე დღის განმვალობაში რეკავდა. მის მიერ შემოთავაზებულ კანდიდატს არ ჰქონდა ვაკანსიისთვის საკმარისი სამუშაო გამოცდილება და კვალიფიკაცია, შესაბამისად უარი განვაცხადე მის დანიშვნაზე. დავით ლომინაშვილს ვუთხარი, რომ მოვალეობის შემსრულებლად დავნიშნავდი პირს, რომელსაც ჰქონდა უკეთესი კვალიფიკაცია. ლომინაშვილმა, ჯერ რეკომედნაციის სახით მოიწერა რესურსცენტრის სამსახურებრივ მეილზე, რომ არავინ დამენიშნა და გამომეცხადებინა კონკურსი. ვინაიდან კონკურსი ორჯერ გამოცხადდა და ჩაიშალა ვაცნობე, რომ მიზანშეწონილად ვთვლიდი დროებით მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას (არა მის მიერ მოთხოვნილი კანდიდატის). ამის შემდეგ დავით ლომინიშვილმა ბრძანებლური ტონით მოიწერა რომ არავინ დამენიშნა და გამომეცხადებინა კონკურსი. რესურსცენტრის საკადრო საკითხები კანონმდებლობის მიხედვით რესურსცენტრის უფროსის კომპტენეციაა. დავით ლომინაშვილის მხრიდან აღნიშნული ქმედებები შეიძლება შეიცავდეს ნეპოტიზმისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებს, ვინაიდან მისი კომპტენენცია არ არის რომელიმე რესურსცენტრის საკადრო საკითხებში ჩარევა. ასევე, დაწესებულების ხელმძღვანელი დამოუკიდებლად წყვეტს კონკურსის გამოცხადების საკითხს. ვინაიდან დავნიშნე სხვა პირი მოვალოების შემსრულებლად, დავით ლომინაშვილმა გაითხოვა ჩემგან კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია, მომედავა პროცდურულ საკითხებზე (ნასამართლეობის ცნობა დანიშვნის შემდეგ იყო წარმოდგენილი კაანდიდატის მიერ), დააწყებინა განათლების სამინისტროს შიდა აუდიტს წარმოება და მომცეს გაფრთხილება.  გადის ამის შემდეგ რამდენიმე თვე და სამინისტროში შედის ვინმე ანზორ მაისურაძის განცხადება, რომელიც მუშაობს სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლად. განცხადებაში მითითებულია, რომ რესურსცენტრის უფროსი გარკვეულ პროექტებში ფლანგავს ფულს და იყენებს ფინანსებს პირადი გამორჩენის მიზნით. ჩემი ინფორმაციით, ანზორ მაისურაძე უარყობს მისი მიერ აღნიშნული განცხადების დაწერის ფაქტს (ჩემი ინფორმაციით განცხადების დაწერის ფაქტი მან უარყო ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტთან საუბრის დროს) და ჩემთვის ასეთ შემთხვევაში გაუგებარია ვინ დაწერა განცხადება ვის ინტერესებში შედიოდა ჩემს წინააღმდეგ წარმოების დაწყება. რესურსცენტრში შემოდის შიდა აუდიტი რომლის შემდეგაც იწყება შემოწმება. შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა ადმინისტრაციული, პროცედურული და საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დარღვევები, თუმცა ერთი სიტყვაც არ არის დასკვნაში ნათქვამი განცხადებაში მითითებულ საკითხებზე. ამის საფუძვლეზე მინისტრმა გამათავისუფლა თანამდებობიდან. მიმაჩნია, რომ ჩემი გათავისუფლება დაგეგმილია გარკვეული პირების მიერ, როგორც ჩანს სამინისტროსთვის მიუღებელია რესურსცენტრის უფროსი, რომელიც დამოუკიდებლად, კანონზე დაფუძნებით იღებს გადაწყვეტილებებს, არის აპოლიტიკური და არ ასრულებს არავის უკანონო მითითებას”.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!