სამეცნიერო კონფერენცია ,,აკაკი და საქართველო“
ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება,
აკაკი წერეთლის სხვიტორის სახელმწიფო სახლ-მუზეუმი
აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი
სამეცნიერო კონფერენცია
,,აკაკი და საქართველო“
15-16 ოქტომბერი, 2015, ხაშური, საქართველო
პატივცემულო კოლეგებო,
გვაქვს პატივი გაცნობოთ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება და სხვიტორის აკაკი წერეთლის სახელმწიფო სახლ-მუზეუმი 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ატარებს დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას დევიზით ,,აკაკი და საქართველო.“
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მუზეუმების, სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებს, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს.
კონფერენციის სამუშაო ენაა: ქართული
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2015 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე muzeumi.1979@mail.ru უნდა წარმოადგინონ:
ა) პირადი მონაცემების (აპლიკაციის) შევსებული ფორმა (აპლიკაციის ფორმა თან ერთვის);
ბ) სამეცნიერო ნაშრომი.
საკონფერენციო სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ნაშრომი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ქართულ ენაზე Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით; ნაშრომისათვის სავალდებულოა Sylfaen შრიფტი, შრიფტის ზომა 11 (გარდა სათაურისა, შრიფტის ზომა სათაურისთვის 12), ინტერვალი 1,5; გვერდის პარამეტრები: დაშორება ზემოდან, ქვემოდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან 2 სმ.; ნაშრომს თან უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი და რეზიუმე ინგლისურ ენაზე (რეზიუმე არაუმეტეს 300 სიტყვისა). ნაშრომის მოცულობა გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და რეზიუმეს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 12 ნაბეჭდ გვერდს. ავტორის (ავტორების) სახელი და გვარი უნდა მიეთითოს ნაშრომის სათაურის ქვეშ, ზედა მარჯვენა კუთხეში თანამდებობისა და ორგანიზაციის მითითებით.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების მიერ გამოცემული იქნება კრებულის სახით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მურად მთვარელიძე, ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების სწავლული მდივანი ტელ.: (+995) 595 48 40 37, ელ-ფოსტა: mtvarelidze.murad@gmail.co
გისურვებთ წარმატებებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება
სხვიტორის აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი
აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი
სამეცნიერო კონფერენცია
2015 წ.
აპლიკაციის ფორმა
ავტორის გვარი, სახელი:
თანაავტორის / თანაავტორების/ გვარი, სახელი:
მისამართი:
ტელეფონის ნომერი: მობილური: სახლი:
ფაქსი:
ელ-ფოსტის მისამართი:
დაწესებულების დასახელება:
თანამდებობა:
სამეცნიერო ხარისხი:
ნაშრომის სათაური: