ხაშურის მე-6 სკოლაში მანანა აბაზაძის ლექცია გაიმართა
გ. ტაბიძის სახელობის ხაშურის მე-6 საჯარო სკოლაში, სკოლის სამოქალაქო კლუბისა და პროექტ ,,საქართველოს მოხალისეს” მონაწილეთა ორგანიზებით ბიოლოგ მანანა აბაზაძის ლექცია გაიმართა. ქალბატონმა მანანამ ისაუბრა ეკოლოგიურ პრობლემებზე, მიმოიხილა ეკოლოგიური დაბინძურების შედეგად მიღებული შესაძლო საფრთხეები და ამ საკითხის ირგვლივ სკოლის მოსწავლეებს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა.
მანანა აბაზაძემ ყურადღება გაამახვილა კულტურის ეკოლოგიაზე და ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს გარემოსდაცვით საქმიანობაში ჩართვა მოუწოდა. იგი დაპირდა სკოლას და კლუბს, რომ აქტიურად ითანამშრომლებს მათთან და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
ლექციის ორგანიზატორი იყო თამარ ზექალაშვილი.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!