Alexandre Sandrexa: ,,ჩემი ნათესავი არის ხაშურელი და დავინტერესდი და გამოვკითხე, როგორც ჩანს, საჭიროა გეოლოგიური დასკვნა და შემდეგ სამშენებლო სამუშაოებია დაგეგმილი. ამ კვირაში დასკვნის და საპროექტოს თანხა იქნება გამოყოფილიო. ასე მითხრა”.
ელენე გაბრიჭიძე: ,,იქაურები ამბობენ, დაგეგმილიაო სამშენებლო სამუშაოები დასკვნის შემდეგ გამოყოფენო თანხასო. ასე რომ არაფერია საგანგაშო”.
მურად მთვარელიძე: ,,კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო: ხაშურის მუზეუმთან დაკავშირებით ყველაფერი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. გმადლობთ გულშემატკივრობისათვის, მაგრამ ამასთან დაკავშირებით შესაშფოთებელი არაფერია. მუზეუმის შენობასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტიც, საკრებულოც და კულტურის სამსახურიც დროულ და საჭირო გადაწყვეტილებებს იღებენ. მათ მიერ გამოყოფილი თანხით ამჯერადად უკვე მიმდინარეობს ერთი ოთახის სარემოტო სამუშაოები”.
ხაშურის მუნიციპალიტეტი: ,,დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის მზად არის საპროექტო დოკუმენტაცია. ეს არის ფაქტობრივად შენობის აღდგენისა და მისი სრული ინფრასტურქტურული რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამის შედგენა ყველაზე რთული შენობა ნაგებობების პრიორიტეტულობით ხორციელდება, სწორედ ამიტომ სახელმწიფოს მიერ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია გათვალისწინებულია მას შემდეგ რაც – აღდგენილი იქნება ნიკო ნიკოლაძის, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმები, ერთბაშად და ერთიანად ქვეყნის ყველა სახლ-მუზეუმის აღდგენა შეუძლებელია. გაკეთდება აუცილებლად, უბრალოდ ასე სწრაფად არ გამოდის რეაბილიტაცია, იმიტომ რომ სხვა სახლ-მუზეუმებიც შავ დღეშია. საპროექტო დოკუმენტაცია რომ არსებობს, უკვე არის წინ გადადგმული ერთი ნაბიჯი. ამიტომ, ჩვენი თხოვნა იქნებოდა, რომ თავი დავანებოთ სპეკულაციებს და ერთ დღეში ქვეყნის აშენების არარეალისტური მოთხოვნით ქულების დაწერას!”
მადონა გორგაძე: ,,მაგათი ერთ დღეში აშენებულებიც ბევრი გვახსოვს, მერე რომ თავზე ენგრეოდათ. ხაშურში ბევრი სასიკეთო ხდება, ოღონდ უხმაუროდ, ყოველგვარო პიარის გარეშე და ვისაც დანახვა უნდა დაინახავს. ბოღმის ნთხევას სჯობს ყველამ თავის საქმეს მიხედოს”.
კონსტანტინე ფრუიძე: ,,ცნობისთვის ძალიანაც შემტკივა გული აღნიშნულ საკითხებზე (არანაკლებ თქვენზე) და აქტიური მუშაობაც მიმდინარეობს პრობლემების მოსაგვარებლად. რაც თქვემ შორიდან წარმოგიდგენიათ რომ ადვილად მოსაგვარებელი პრობლემაა ასე არ არის, ვსაობრომ მუზეუმის კედელზე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით იყვნენ ჩამოსულუ ექსპერტები და ველოდებით მათ დასკვენას რათა შემდგომ დასკვნის საფუძველზე ჩავატაროთ შესაბამისი სამუშაოები”.
გიორგი ჩუბინიძე: ,,ბიბლიოთეკა, თუ მუზეუმი გახლავთ სივრცე, რომელიც ჩემი, ჩემი მეგობრების, თქვენი, თქვენი მეგობრების, ჩვენი საზოგადოების კუთვნილებაა. იქ მომუშავე პერსონალს დარაჯიდან დაწყებული, დირექტორით დამთავრებული ჩვენ ვუხდით ხელფასს. მათ, რომ ჰგონიათ ანგარიშვალდებულნი არ არიან ნებისმიერ მოქალაქესთან ეს სიცრუეა. რატომღაც ჰგონიათ, რომ ისინი ექვემდებარებიან გამგეობასა თუ მერიას, ასეა მაგრამ ისინიც ჩვენს მიერ არიან დაქირავებულნი. როდესაც მე, ან სხვა ვწერთ ბიბლიოთეკის, თუ მუზეუმის პრობლემაზე, მაშასადამე ეს ჩვენი პრობლემაცაა და ვალდებულია ყველა ანგარიში გაუწიოს მოქალაქის აზრს და პატივი სცეს. თუ ვცდები შემისწორეთ და გავნათლდები”.
© Khashuri News