მეათე სემინარი სურამისა და ხაშურის ეპარქიაში
2015 წლის 23 აპრილს სურამისა და ხაშურის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის, წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა რიგით მეათე სემინარი.
მომხსენებელი ბრძანდებოდა თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიქაელ გალდავა. თემა: „ჰომილეტიკა, როგორც პრაქტიკული პასტორალური ღვთისმეტყველების ნაწილი, მისი რაობა, არსი და მიზანი“.
შემდეგი, მეთერთმეტე სემინარი გაიმართება მაისის პირველ ნახევარში. მომხსენებელი იქნება, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიისა და ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თეოლოგი ზურაბ ეკალაძე. თემა: „შესავალი ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში“
სემინარების მოწყობას, თემების შერჩევასა და პროფესორების მოწვევას ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გივი ლომიძე.