ვეზირიშვილების სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოსიაურში, ვეზირიშვილების ისტორიულ სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოსიაურში მდებარე ვეზირიშვილების (ყოფილი) საცხოვრებელი სახლისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ობიექტისთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“. – ნათქვამია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბრძანებაში.
შეგახსენებთ, რომ ვეზირიშვილების ისტორიული სასახლე XIX საუკუნის შუა წლებით თარიღდება და ქართველი საზოგადო მოღვაწეების სახელთანაა დაკავშირებული. ბოლო დროს, ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის მიერ აქტიურად მიმდინარეობდა სოციალური კამპანია სასახლისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხზე.