ხაშურში ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალი იხსნება
ხაშურის მუნიციპალიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალი იხსნება. ამ ფაქტის შესახებ ,,ხაშური ნიუსს” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ აცნობა. მისივე თქმით ხაშურელ და არა მხოლოდ ხაშურელ ახალგაზრდებს მომავალ წელს შეეძლებათ ისწავლონ ხაშურის ტექნიკურ უნივერსიტეტში და შესაბამისად დაზოგონ ფინანსები, რაც თბილისში აბიტურიენტების წასვლითაა განპირობებული. ამავდროულად ტექნიკური უნივერსიტეტის არსებობით გააქტიურდება ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ცხოვრების რიტმი.
ფაკულტეტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით განვათავსებთ.
ბატონ ვაჟა შუბითიძის თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა ხაშურში პროფესიული სასწავლებელი იქნება, რომელიც რკინიგზის მომავალ მოსამსახურე პერსონალს მოამზადებს და ხაშურელ ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და დაეუფლონ სასურველ პროფესიას.