მეცხრე სემინარი სურამისა და ხაშურის ეპარქიაში
2015 წლის 26 მარტს სურამისა და ხაშურის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის, წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა რიგით მეცხრე სემინარი.
მომხსენებელი ბრძანდებოდა თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე.
თემა: „ეკლესიის მამათა სწავლება აღდგომის საიდუმლოს შესახებ“.
რიგით მეათე მოხსენება გაიმართება აპრილის მეორე ნახევარში.
სემინარების მოწყობას, თემების შერჩევასა და პროფესორების მოწვევას ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გივი ლომიძე.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!