ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საკუთარი მიღწევების შესახებ განცხადებას აქვეყნებს

სოციალურ ქსელში, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე 20 მარტს განცხადება გამოქვეყნდა, რომლის სრულ ვერსიასაც ,,ხაშური ნიუსი” გთავაზობთ.

,,მოკლედ ჩვენი მიღწევების შესახებ

დადებითად გადაიჭრა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის პროექტირების საკითხი.
საქალაქო კულტურის სახლში მოეწყო თოჯინების თეატრის თანამედროვე დარბაზი;
გაკეთდა ხაშურში გორგასალის, სურამში კოსტავას ქუჩების სრული რეაბილიტაცია (ბოლო 25 წლის მანძილზე არ განხორციელებულა);
800 ლარით დაფინანსდა 114 ხელმოკლე სტუდენტი 2014 წელს, 34 სტუდენტი – 2015 წელს.
სოფელ ქვიშხეთში მდინარე შოლას კალაპოტისა და გაბიონის კედლის ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის გამოიყო 200 ათას ლარზე მეტი. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ბოლო 30 წლის მანძილზე არ განხორციელებულა;
ჩატარდა გომის, ალის ნაწილობრივი, ოსიაურის, ცხრამუხის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია;
აშენდა და გარემონტდა საბავშვო ბაღი ვაყაში;
მოეწყო სურამულას დასუფთავების მასშტაბური აქცია ააიპ „ ხაშურსერვისის“ მიერ;
სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამით 2014 წელს ისარგებლა 155-მა ბენეფიციარმა და დაიხარჯა 61742 ლარი; ხოლო 2015 წელს უკვე ისარგებლა27-მა ბენეფიციარმა და დაიხარჯა 9614 ლარი;
უფასო სასადილო 185 ბენეფიციარისთვის – ბიუჯეტიდან ფინანსდება 80 000 ლარით;
მრავალშვილიანი დედების დახმარების სოციალური პროგრამით 215-მა მრავალშვილიანმა (4 და მეტი შვილი) დედამ მიიღო ფულადი დახმარება თითოეულ არასრულწლოვან შვილზე 100 ლარის ოდენობით. ბიუჯეტიდან გამოყოფილია 75000 ლარი;
სოციალურად დაუცველ (20000ქულამდე) ოჯახებს (112 ოჯახი) ზამთრისთვის მიეწოდა საშეშე მერქანი;
აშენდა ამბულატორიები სოფლებში: ტკოცასა და ბეკამში;
განახლდა ხაშურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი 3 ერთეული ახალი მანქანით;
465-მა იძულებით გადაადგილებულმა და 178-მა უკიდურესად გაჭირვებულმა ოჯახმა, რომელთა სარეიტინგო ქულა 20 000-ს არ აღემატება მუნიციპალიტეტის გამგეობისგან საშობაო საჩუქარი მიიღო.
20 წლიანი უშუქობის შემდეგ განათდა სოფლები: ღართა, ხალები, ღვრიაწყალი;
მოეწყო თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი;
გამოიცა ლიტერატურული ჟურნალი
„ლიტერატურული ხაშური“;
დაწესდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია”.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!