ხაშურის მთავარი ბიბლიოთეკა დანგრევის პირასაა
ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ღირსებათაგან გამოირჩევა ბიბლიოთეკა, რომელიც ხაშურელი საზოგადოების განათლებაზე, კულტურულ მრავალფეროვნებაზე და შემეცნებაზეა ორიენტირებული. ძნელაძის #10 ხაშურელი საზოგადოების კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი კერაა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების დაქვემდებარებაში 3 ბიბლიოთეკაა, თანამშრომელთა რაოდენობა – 23. ხოლო წიგნადი ფონდის რაოდენობა მთვარ ბიბლიოთეკაში შეადგენს 35 000 ბეჭდურ ეგზემპლიარს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბიოთეკა 1937 წლიდან არსებობს და მრავალჯერ შეიცვალა მისამართიც. დღეს მთავარი ბიბლიოთეკა ძნელაძის#10-ში მდებარეობს და მასში ფუნქციონირებს სამკითხველო დარბაზი, პრესის განყოფილება, უცხოენოვანი განყოფილება, ელექტრონული რესურსების განყოფილება, ამერიკის კუთხე, ლიტვის ცენტრი და სხვა.
ბიბლიოთეკა ბოლო წლების განმავლობაში იქცა ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრად სადაც თავს იყრიდა მრავალი ღონისძიება და პროექტი, ხორციელდებოდა არაერთი კრეატიული იდეა და ფრთებს ისხამდნენ ახალგაზრდული იდეები. მის წიაღში განხორციელდა არერთი ახალგაზრდული პროექტი, მოეწყო კონფერენციები თუ კულტურათაშორისი ღონისძიებები.
თუმცა კი ერთის მხრივ უპრობლემო შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. ზოგადად კი ხაშურის მუნიციპალიტეტში კულტურული დაწესებულებების მიმართ უდიერი დამოკიდებულება არც ისე უცხოა, თუ გავითვალისწინებთ წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს ქვიშხეთში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არასათანადო პირობებში დაცულ ექსპონატებს და სხვა მრავალ პრობლემას, რომელიც უკვე წლებია მოუგვარებელი პრობლემაა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის არსახარბიელო მდგომარეობას ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოკოლაჟი ასახავს.