ათიდან ოთხი ოქრო – ხაშურში
თბილისმა ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა თავისუფალ ჭიდაობაში. შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი გავიდა საასპარეზოდ. მათ 10 წონით კატეგორიაში გაარკვიეს საუკეთესოთა ვინაობა. შიდა ქართლი ხაშურელი, გორელი და ქარელელი მოჭიდავეებით იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებით კარგად ხაშურელმა ჭაბუკებმა იჭიდავეს, რომლებმაც ოთხ წონაში არავის დაუთმეს პირველობა, ერთხელ კი ბრინჯაოს მედალი მიიღეს. ამ შედეგით მათ გუნდურ ჩათვალში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. თითო პირველი, მეორე და მესამე ადგლით გამოირჩნენ გორელები, ორმა ქარელელმა სპოსრტმენმა კი მესამე ადგილი დაიკავა. აღნიშნული შეჯიბრების მიხედვით ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე და მისი სამწვრთნელო შტაბი წლევანდელი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შეარჩევენ და მოამზადებენ ნაკრებს. ორივე ეს შეჯიბრება აგვისტოში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატს სერბეთის ქალაქ სუბოტიცა უმასპინძლებს, მსოფლიოს ჩემპიონატს ბოსნიის დედაქალაქი სარაევო.
კვარცხლბეკი
42 კგ.
1. თორნიკე ქათამაძე (აჭარა)
2. გიორგი ნიშნიანიძე (ქუთაისი)
3. გია უღრელიძე (სამტრედია)
46 კგ. 1. გიორგი ხაჩიძე (ხაშური)
2. რამაზ თურმანიძე (აჭარა)
3. ლაშა ფუტკარაძე (აჭარა)
3. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური)
50 კგ. 1. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
2. ბაჩუკი ატველაძე (სამტრედია)
3. ამირან ვახტანგიშვილი (გორი)
3. ლევან ღოღობერიძე (აჭარა)
54 კგ. 1. ვახტანგ გოდელაშვილი (ხაშური)
2. ცოტნე აბალაკი (გორი)
3. ნიკა ბუშელაშვილი (ყვარელი)
3. თემრუ გაწერელია (რუსთავი)
58 კგ.
1. ალექსანდრე ლომიძე (ხაშური)
2. გოგა მამიაური (თბილსი)
3. ბექა ლომიძე (საჩხერე)
3. ტარიელ ლეჟავა (ქუთაისი)
63 კგ.
1. თონირკე კვინიკაძე (ხაშური)
2. მამუკა ჩაჩუა (თბილსი)
3. ჯონი დიასამიძე (აჭარა)
3. გიროგი გოგოლაური (თბილისი)
69 კგ.
1. ივერი ჯულაყიძე (სამტრედია)
2.მირიან მაისურაძე (ონი)
3. აგილ მამადოღლი (ქარელი)
3. ბესარიონ ქალდანი (აფხაზეთი)
76 კგ.
1. დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია)
2. ჯემალ ჯაბიძე (ქუთაისი)
3. აგილ მაჰმადოღლი (ქარელი)
3. ცოტნე მიქელაშვილი (ხაშური)
85 კგ.
1. ბექა ჭელიძე (თბილისი)
2. დავით გერმანოზაშვილი (თბილისი)
3. ზაალ ფსუტური (თბილისი)
3. ჯაბა მაისურაძე (თბილისი)
100 კგ.
1. ზურაბ ურთაშვილი (მცხეთა)
2. გიორგი შამათავა (თბილისი)
3. ბექა ნადაშვილი (გურჯაანი)
3. ელგუჯა ბალანჩივაძე (სამტრედია)