მეექვსე სემინარი სურამისა და ხაშურის ეპარქიაში – ,,პირველი, მეორე და მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებები“
2015 წლის 11 თებერვალს სურამისა და ხაშურის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის, წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა რიგით მეექვსე სემინარი. მომხსენებელი ბრძანდებოდა თბილისის სასულიერო აკადემიის, ეკლესიის ისტორიის, კანონიკური სამართლისა და ასკეტიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია. მოხსენების თემა: „პირველი, მეორე და მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებები“.
შემდეგი მოხსენება გაიმართება 20 თებერვალს იგივე მომხსენებლის მიერ თემაზე: „მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებები“.
სემინარების მოწყობას, თემების შერჩევასა და პროფესორების მოწვევას ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გივი ლომიძე.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!