ხაშურის ერთადერთი მიწისქვეშა გადასასვლელის ანტისანიტარია და პრობლემა, რომელიც წლებია არსებობს
ხაშურის ერთადერთი მიწისქვეშა გადასასვლელი დღეს მძიმე მდგომარეობაშია. ეს მდგომარეობა მის ანტისანიტარიაში და მოუწესრიგებლობაში გამოიხატება.
ამ გადასასვლელით მოსახლეობის დიდი ნაწილი დღისით, თუ ღამით სარგებლობს. მაგრამ იმის გამო, რომ ის უსაფრთხოდ არ მიაჩნიათ ხშირ შემთხვევაში იქ გავლას ერიდებიან და ლიანდაგებზე გადადიან. ეს კი საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლეს. აღნიშნული პრობლება უკვე წლებია არსებობს, თუმცა კვლავ მოუგვარებელია.
იხილეთ მიწისქვეშა გადასასვლელის ფოტოები.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!