ტრენინგი ხაშურელი მოსწავლეებისთვის
გინდა გაიგო სამართლის შესახებ?! გსურს იცოდე რა უფლებები გაქვს?! იურისტობა შენი მომავალი პროფესიაა?! არ იცით როგორ უნდა დაიცვა საკუთარი თავი?!
მაშინ ეს ტრენინგი შენთვისაა!
საქართველოს ადამიანთა და პატიმართა უფლებების დაცვის საზოგადოების ხაშურის ოფისი, ხაშურის სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს გთავაზობთ ტრენინგ-კურსს “სამართლის ზოგადი კურსი”
ტრენინგის მიზანია სკოლის მოსწავლეებს გააცნოს სამართლის და აამაღლოს სამართალში მართშეგნება. პროექტის ფარგლებში განხილული იქნება სამართლის დარგები: კონსტიტუციური სამართალი, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, სისხლის სამართალი.
ტრენინგის პერიოდში მოეწყობა პრაქტიკული მუშაობა, ხოლო ტრენინგის ბოლოს იმიტირებული სასამართლო პროცესი სისხლის სამართალში.
გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
ტრენინგები უფასოა და დაიწყება 15 თებერვალს
ტრენინგი ჩატარდება სხვადასხვა ნაკადებად.
საკონტაქტო ინფორმაცია: ხაშური, რუსთაველის ქ. #2
ტელეფონილ: 574-62-76-27; 595-65-66-26
ელ-ფოსტა: : natali-gongadze@mail.ru