„შესავალი პატროლოგიაში“- მორიგი სემინარი სურამისა და ხაშურის ეპარქიის სასულიერო პირებისათვის

10 დეკემბერს მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით სურამისა და ხაშურის ეპარქიაში, წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის სააქტო დარბაზშ გაიმართა რიგით მეორე სემინარი. მომხსენებელი იყო ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პატროლოგიისა და დოგმატიკის კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი ედიშერ ჭელიძე. მოხსენების თემა იყო: „შესავალი პატროლოგიაში“.

შემდეგი სემინარი იგეგმება მომდევნო ოთხშაბათს, 24 დეკემბერს კვლავ პროფესორ ედიშერ ჭელიძის მიერ თემაზე: “ეკლესიის მამათა სწაავლება პირველქმნილი ადამიანის შესახებ.”

სემინარების მოწყობას, თემების შერჩევასა და პროფესორების მოწვევას ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გივი ლომიძე.

10850817_10204612649027994_1970348888_n10877642_10204612649988018_916527023_n10866791_10204612649548007_24205747_n

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!