ფერეიდნელი ქართველების ვიზიტი ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

 17 დეკემბერს, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა შეხვედრა ფერეიდნელ ქართველ ძმებთან შაჰინ და არია ხოსროშვილებთან. ძმები პირველად 10 წლის წინ  ეწვივნენ საქართველოს და მას შემდეგ არ წყვეტენ ურთიერთობებს.

 შეხვედრას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ვაჟა შუბითიძე, მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, მუზეუმის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

 შეხვედრა  წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თავიანთი ყოველდღიური ცხოვრება, თუ როგორ ცხოვრობენ და როგორ იცავენ მშობლიურ ქართულ ენას შორეულ ფერეიდანში საუკუნეების განმავლობაში.

 შეხვედრას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. პოეტმა კლარა გელაშვილმა და გივი გელაშვილმა ფერეიდნელი ქართველებისთვის წაიკითხეს ლექსები,რომლებიც სტუმრებს უსახსოვრეს.

10295680_1605409423015329_2172402814182337822_n 10380320_1605409783015293_7727297358622548914_n 10403044_1605409573015314_1435512655386709446_n 10847783_1605409639681974_7132009347440735143_n 10868026_1605409666348638_7626676338215883034_n

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!