მეუფე სვიმეონის საკვირაო ქადაგება (07.12.2014)
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა, მეუფე სვიმეონმა (ცაკაშვილი) საკვირაო წირვა აღავლინა ხაშურის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში (07.12.2014).
მეუფემ წირვის შემდგომ მრევლს ქადაგებით მიმართა. პირველად მეუფე სვიმეონმა მრევლს მიულოცა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღე (განსაკუთრებით კი ყველა ეკატერინეს) და ასევე ისაუბრა დღესასწაულის არსზე.
მეუფემ წირვაზე წაკითხული სახარება განმარტა, რომელიც ეხებოდა შაბათ დღეს უძლურების სულით შებყრობილი დედაკაცის განკურნებას.
ლუკა 13. 10-17. 10. “ შაბათ დღეს ერთ-ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი.
11. იყო იქ თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით შეპყრობილი ქალი, მოკრუნჩსუღს რომ არ შეეძლო წელში გამართვა.
12. იესომ დაინახა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან.
13. როგორც კი ხელი დაადო, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს.
14. მაშინ განრისხდა სინაგოგის წინამძღვარი, ვინაიდან იესომ შაბათს განკურნა სნეული, და უთხრა ხალხს: ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს.
15. მიუგო უფალმა და უთხრა მას: თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად?
16. ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს?
17. ამას რომ ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც ეურჩებოდა; მთელი ხალხი კი ხარობდა ყოველივე იმის გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად იქმოდა იგი.
მეუფემ ბრძანა, რომ ებრაელები შაბათს მხოლოდ გარეგნული სახით იცავენ, მაშასადამე ფიზიკური უქმობით (დღემდე და ამის მაგალითიც მოიყვანა) და არა სულიერი სახით, რომელიც მოიცავს უფლისთვის უქმობას, ანუ ის დღე მთლიანად უფალს უნდა დაუთმო, რაც გულისხმობს ტაძარში მისვლას და უფლისთვის ლოცვას. ქადაგებაზე ასევე შეეხო ცოდვების მიზეზს, როლემიც სახარებაშია მოთხრობილი.
მარკოზი 9.43-50. 43.“ თუ შენი ხელი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს სახიჩარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში …“ მეუფემ განმარტა, რომ ეს არ მიშნავს ფიზიკურ მოკვეთას, არამედ ცოდვის მოკვეთას, რომელიც ხელის მეშვეობით აღსრულდება. ქადაგების დასრულებისას მეუფემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში, რის ფარგლებშიც მოხერხდა სამოსის და ფეხსაცმლის შეგროვება და მისი გადაცემა უპოვართათვის, გამოთქვა იმედი იმისა რომ სისტემატიური ხასიათი მიეცემა ამ აქციას. ასევე მოგვცა ლოცვა კურთხევა, რომ ყოველ კვირას შესაძლებლობების ფარგლებში კერძი მივიტანოთ ტაძარში (ამ კერძს კი კარგი იქნება თუ ვინმეს სახელზე მოამზადებთ და შეწირავთ) ამ კერძით შემდგომში დაპურდებიან უპოვარნი. უახლოეს მომავალში მოვძებნით შენობას სადაც შევძლებთ ამ კერძის მიტანას.
ბოლოს კი მან მიულოცა ჩოხოსან მალხაზ ლომიძეს რაინდის ხარსიხში აყვანა და ვერცხლის ხმლის გადაცემა ჩოხოსანთა დასისი მიერ.