ხაშურელი მოჭიდავეების წარმატება ქუთაისში

22-23 ნოემბერს ქუთაისის სპორტის სასახლის განახლებულ დარბაზში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მურად დოხტურაშვილის და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის ზაურ შეყრილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-8 საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში კადეტთა (1998-2000 წლებში დაბადებულები) შორის.
ხალიჩაზე 240 ჭაბუკი ფალავანი გამოვიდა. ქართველ სპორტსმენებთან ერთად სომხეთის (ერევანი, გიუმრი) და რუსეთის ფედერაციის (დაღესტანი, ჰასავიურტი) წარმომადგენლები ასპარეზობდნენ. მედლები 14 წონით კატეგორიაში განაწილდა.
ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ:
29 კგ. იგორ ბერიძე (საქართველო, ბათუმი)
32 კგ. თეიმურაზ ახმადოვი (რუსეთი)
35 კგ. გიორგი ჭოლაძე (საქართველო, ქუთაისი)
38 კგ. ნიკა გოგრიჭიანი (საქართველო, ამბროლაური)
42 კგ. გიორგი უღრელიძე (საქართველო, სამტრედია)
46 კგ. გიორგი ხაჩიძე (საქართველო, ხაშური)
50 კგ. გამზატ ბულატოვი (რუსეთი)
54 კგ. თემურ ვანიშვილი (საქართველო, გორი)
58 კგ. ნაბიგუნ მურადოვი (რუსეთი)
63 კგ. თორნიკე კვინიკაძე (საქართველო, ხაშური)
69 კგ. ივერი ჯულაყიძე (საქართველო, სამტრედია)
76 კგ. დემურ მეგენეიშვილი (საქართველო, სამტრედია)
85 კგ. ბექა ზოიძე (საქართველო, ბათუმი)
100 კგ. ბექა ნადაშვილი (საქართველო, გურჯაანი)
მურად დოხტურაშვილის და ზაურ შეყრილაძის სახელობის სპეციალური პრიზები შესაბამისად თემურ ვანიშვილმა და ნაბიგუნ მურადოვმა დაისაკუთრეს.

10836350_366692366841307_43272864_n

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!