ხაშურელი მოჭიდავეების კიდევ ერთი წარმატება
1-2 ნოემბერს,ქალაქ თბილისში ჩატარდა ოლიპმიური ჩემპიონის, დავით ციმაკურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
ამ ტურნირში გამარჯვებული მოჭიდავე გაემგავრება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.”გრან პრის” ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ხაშურელმა მოჭიდავეებმა, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს. 54 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა ალეკო ლომიძემ, რომელიც გაემგზავრება ბაქოში.
ასევე ბაქოში გაემგზავრებიან : ხაჩიძე გიორგი, კვინიკაძე თორნიკე, ვანო გოდელაშვილი.
Xhashuri news-ი ულოცავს წარმატებას მოჭიდავეებს და მათ მწვრთნელს გიორგი კვინიკაძეს.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!