ხაშურელი მოჭიდავეების წარმატება სომხეთში
9, 10 და 11 ოქტომბერს, სომხეთის ქალაქ ბერდში, გაიმართა გამოჩენილი სომეხი მოჭიდავის გნელ მეჯლუმიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-9 საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ სტილში, რომელიც ორგანიზებული იყო სომხეთის ჭიდაობის ფედერაციის მიერ. ტურნირში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ორმა გუნდმა და სომხეთის 9 გუნდმა. საქართველოს მოჭიდავეთა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო შვიდმა ხაშურელმა მოჭიდავემ, მათ შორის ოთხმა პირველი ადგილი დაიკავა სხვადასხვა წონით კატეგორიაში.
ალეკო ლომიძე -58
გიორგი ხაჩიძე -46
ვანო გოდელაშვილი – 54
თორნიკე კვინიკაძე – 63
მათი არაერთგზის წარმატება დაკავშირებულია გიორგი კვინიკაძის სახელთან, რომელიც არ იშურებს ძალას და ენერგიას მოჭიდავეების წარმატებისთვის.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!