,,280 ლარი, – სირცხვილია, იგივეა მუზეუმშიც” – თამაზ ლაცაბიძე ხელფასებთან დაკავშირებით

,,280 ლარი, – სირცხვილია, იგივეა მუზეუმშიც” – ასე გამოეხმაურა ხაშურის საუზეუმო გაერთიანების მმართველი, ისტორიკოსი თამაზ ლაცაბიძე ,,ხაშური ნიუსის” სტატიას ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. როგორ ჩანს, ზოგადად, ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურის მიმართულების სამსახურების თანამშრომლების საერთო პრობლემაა ანაზღაურება, რომელიც იმდენად მიზერულია, რომ ისინი უკვე ღიად საუბრობენ ამ გადაუჭრელ პრობლემაზე.

შეგახსენებთ, რომ ხაშურის ბიბლიოთეკის რიგითი თანამშრომლის ხელფასი დღეს მხოლოდ 280 ლარს შეადგენს. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში საარსებო მინიმუმი, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 256 ლარია, რაც შეეხება პენსიას, იგი 2022 წლის მიხედვით, 70 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის 260 ლარია, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის 300 ლარი. მაშასადამე, ხაშურელი ბიბლიოთეკარების ხელფასს არსებობის დანიშნულება აქვს და რთულია ამ რაოდენობის ანაზღაურებით სრულფასოვანი ცხოვრება შეძლო. ის პენსიის მოცულობასაც კი ჩამორჩება.

ტელეკომპანია ,,მონიტორინგის” კითხვას, თუ რას ფიქრობს ხაშურის მერი ბიბლიოთეკარების ანაზრაურებასთან დაკავშირებით, ასე გამოეხმაურა – ,,,,სამწუხაროდ ესეა (მცირეა), მაგრამ ყოველწლიურად 10%-ით ემატებათ ხელფასი”.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!