18 ივნისს, ხაშურში, ქართველი კალიგრაფების გამოფენა გაიმართება
18 ივნისს, შაბათს, 12:00 საათიდან, ზემო სერზე, „ახალი ბანას“ სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის ტერიტორიაზე, გიწვევთ კალიგრაფ დავით მაისურაძის ნამუშევრების გამოფენაზე, საჯარო ლექციასა და მასტერკლასზე დასასწრებად.
📝 ღონისძიების პროგრამა:
🔵 13:00 საათი – გამოფენის გახსნა ღია ცის ქვეშ;
🔵 14:00 საათი, „ახალი ბანას“ პავილიონი – დავით მაისურაძის საჯარო ლექცია თემაზე „ქართული კალიგრაფიის განვითარების ისტორია და თანამედროვეობა“;
🔵 15:00 საათი – მასტერკლასი გამოფენის სტუმრებისთვის;
🔵 17:00 საათი – გამოფენის დახურვა.
🎺🎻 მუსიკალური მხარდაჭერა – ფატი სადაღაშვილი, ლაშა ხუციშვილი.
☀️ გიწვევთ ხაშურის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებსა და ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს.
💚 დასწრება თავისუფალია!
📝 დავით მაისურაძე 2010 წლიდან ხელმძღვანელობს კალიგრაფიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს რუსთავსა და ქვემო ქართლში. ქართულ კალიგრაფიას ასწავლის რამდენიმე სკოლაში, ატარებს კალიგრაფიის ვორქშოპებსა და კურსებს სხვადასხვა ასაკის ჯგუფებთან. უძღვება აგრეთვე კალიგრაფიის ონლაინ-გაკვეთილებს.
📝 დავითისა და მისი ოჯახის მიერ 2010 წელს დაარსდა ქვემო ქართლის კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე ზრდასრული პირებისთვის.
📝 დავით მაისურაძე, გარდა კალიგრაფიული ნამუშევრებისა, ქმნის კალიგრაფიულ ფონტებს. მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო კალიგრაფიულ გამოფენებში, მათ შორის კაიროში (ეგვიპტე), კიოლნში, ფრანკფურტში (გერმანია), დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები), ბელგრადში (სერბეთი), ბუქარესტში (რუმინეთი).