,,ახალი ბანას” ბიბლიოთეკა წიგნების შეგროვებას იწყებს
,,ახალი ბანას” ბიბლიოთეკა წიგნების შეგროვებას იწყებს. პროექტის გვერდზე ვკითხულობთ: ,,ერთად შევქმნათ ახალი ბანას ბიბლიოთეკა” – კამპანიის მიზანია ცალკეული პირების, ოჯახების, ორგანიზაციების სურვილით შეგროვდეს წიგნები, როგორც რარიტეტული, ისე ახალი ან უახლესი გამოცემები, რომლებიც ,,ახალი ბანას” ბიბლიოთეკაში დაიდებენ ბინას.
,,ახალი ბანას” იდეა გულისხმობს საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის შექმნასაც, სადაც ბიბლიოთეკას ერთ-ერთი დიდი ადგილი უკავია. შესაბამისად, ჩვენ ველით თქვენს მიერ გაღებულ წიგნებს ჩვენს ბიბლიოთეკაში, რომელსაც საიმედოდ დავიცავთ და გავუზიარებთ დაინტერესებულ მკითხველს.
ჩვენს კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად მოგვწერეთ აქ, ახალი ბანას გვერდზე ან პროექტის კოორდინატორს ელექტრონულ მისამართზე giorgichubini@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 574012068
გმადლობთ, რომ ხართ ,,ახალი ბანას” პროექტის მეგობარი!”