,,ეკლესია იბრუნებს იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომელიც ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა” – გიორგი ჩუბინიძე
,,ხაშურში, ზემო სერის ტერიტორიაზე ახალი ბანას საგანმანათლებლო ცენტრის არსებობა ნიშნავს, რომ ეკლესია იბრუნებს იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომელიც ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა. ეკლესიის წიაღში მიდიოდა არაერთი სამეცნიერო მიმართულებით მუშაობა, სამონასტრო კერებს ჰქონდათ უმაღლესი განათლების გაცემის მიმართუკება. ამ წიაღში არსდებოდა და მუშაობდა აკადემიები, სემინარები, რომლების დღევანდელი უნივერსიტეტების წინაპრად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.
სასიხარულოა, რომ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის ყველაზე ახალგაზრდა მღვდელმთავარი ამდენად ობიექტურად, სრული ენთუზიაზმით და დიდი ენერგიით მიუდგა ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას.
დღეს კი სახეზე უკვე გვაქვს მშენებარე ტაძარი, გახსნის პირას არსებული პროფესიული კოლეჯი ,,ქართლი”, ტრენინგ-ცენტრი და კიდევ მრავალი გეგმა და იდეა, რომელიც განხორციელების ეტაპზეა.
ჩვენ, ბანას მეგობრები და განსაკუთრებით ხაშურელი მეგობრები მზად ვართ გვერდით დავუდგეთ პროექტის იდეას და ბოლომდე მივიყვანოთ ხაშურის მუნიციპალიტეტის, შიდა ქართლის და სრულიად საქართველოს გასაძლიერებლად” – წერს ,,ახალი ბანას” პროექტის გვერდზე ისტორიკოსი გიორგი ჩუბინიძე.