ხაშურში კოლეჯი ,,ქართლი” შენდება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ზემო სერის ტერიტორიაზე, სადაც 2017 წელს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ,,ახალი ბანას” სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას, მალე კოლეჯ ,,ქართლის” მშენებლობა დასრულდება. სწავლის მსურველების ნაწილს კოლეჯი უკვე 2022 წლის ოქტომბერში მიიღებს.
კოლეჯის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: ,,პროფესიული განათლების მოქმედი რეგულაციების თანახმად, კოლეჯში #სახელმწიფოს_დაფინანსებით ისწავლება ისეთი პროფესიები, რომლებიც #დასაქმება_თვითდასაქმების დიდი მაჩვენებლებით ხასიათდება მინიმუმ ადგილობრივ დონეზე და, ამავდროულად, წარმოადგენს ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის უახლეს პერიოდში ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე გამოვლენილი #მოთხოვნადი_პროფესიებიდან, მიმდინარე წელს #სწავლის_დაწყება_ოქტომბრიდან იგეგმება შემდეგ მიმართულებებზე:
✅ ელექტროობა
✅ ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა
✅ რკინიგზის მომსახურება
✅ შედუღება
✅ ბუღალტრული აღრიცხვა
✅ თექის დამზადება
აღნიშნულ მიმართულებებზე მუშავდება მოკლევადიანი #მომზადება_გადამზადების_პროგრამები (6 თვემდე ხანგრძლივობით), რომლებზეც მსმენელების #მიღება_სექტემბერში განხორციელდება, ხოლო სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – #სერთიფიკატს და შეძლებენ შეძლებისამებრ უმოკლეს ვადებში დასაქმება-თვითდასაქმებას”.