ხაშურის საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები დღეიდან, 11 დღის მანძილზე 66 საათიან პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულს გაივლიან. ინფორმაციას ბაღების გაერთიანების დირექტორი ლელა გელაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ტრენინგის თემებია: “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა”, “ბავშვი, ბავშვობა და განვითარება”. აღნიშნულ კურსს ჩაატარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მასწავლებლის სახლის ტრენერი ხათუნა დოლიძე.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!