ხაშურში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
დღეს, 5 მაისს, გაიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი უძღვებოდა.
სხდომის დღის წესრიგით 7 საკითხი იყო გათვალისწინებული.
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულებების პროექტებზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხაშურსერვისის” რეორგანიზაციის (შიდა სტრუქტურის ნაწილობრივი ცვლილება, შტატების შემცირება/გადაადგილება) დაწყების თაობაზე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „წყლისა და გამწვანების კომპანიის” დაფუძნებაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. საკითხს მოჰყვა კამათი და მსჯელობა, რაზეც განმარტებები გააკეთეს მერიის სამსახურების წარმომადგენლებმა.
პრეზენტაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების პრივატიზაციის გეგმის შესახებ წარმოადგინა ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ლალიაშვილმა.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ა(ა)იპ „ ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანებისათვის“ (ს.კ 243918098) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 69.08.21.280.01.501) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხს.
აგრეთვე მოისმინეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის შოთა კუჭაიძის ანგარიში 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.