ხაშურს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ეწვია
აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით ქალაქ ხაშურს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეწვია. ქალბატონი დეგნანი ხაშურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს შეხვდა.
იუბილე დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში ამერიკული ჯაზ-ბენდის კონცერტით აღინიშნა, რომლსაც ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!