ხაშურში ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საჭირო ტრენინგი დაიწყო
4 ოქტომბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის საჭირო ტრენინგები დაიწყო.
ტრენინგი დაფინანსებულია ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ და მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას თვითმმართველობის გაძლიერებისათვის.
აღნიშნული ტრენინგი განკუთვნილია ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში დასაქმებული საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის.
კურსს უძღვება არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ჩართულობის განვითარების ცენტრი ,,თანამონაწილე”-ს ხელმძღვანელი დიანა გელაშვილი.
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!