2013 წელს ხაშურში გაცემული პრემიები
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აგრძელებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მიღებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის განთავსებას www.opendata.ge -ზე (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა).
შიდა ქართლის რეგიონში 2013 წელს გამგებლებზე და მათ მოადგილეებზე სულ გაიცა 145 607.5 ლარის ოდენობის პრემია, ხოლო საკრებულოს თავჯომარესა და მის მოადგილეებზე სულ – 119 537,5 ლარი.
ხაშურის გამგებელსა და მის სამ მოადგილეზე – 32 112.5 ლარი; ხაშურის საკრებულოს თავჯდომარეს დავით ლომიძეს – 12 587.5 ლარი და მის მოადგილეს გიორგი ცხადიაშვილს- 8075 ლარი.
წყარო: https://idfi.ge
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!