ხაშურის მერიის ორგანიზებით ღია ცის ქვეშ ევროპის ჩემპიონთა ლიგის ტრანსლირება გიმართა

ხაშურელი ახალგაზრდების ინიციატივით და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ყაზბეგის ქუჩის სკვერში, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალის ტრანსლირება გიმართა.
საფეხბურთო მატჩის ჩვენებას ფეხბურთის გულშემატკივრებთან და ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი.
პარი სენ-ჟერმენსა და ლაიფციგს შორის გამართული შეხვედრა პარიზული გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა.
19 აგვისტოს 23 საათიდან ლიონი-ბაიერნის შეხვედრის ნახევარფინალური შეხვედრის ტრანსლირებაც იგეგმება. 23 აგვისტოს კი ასევე დიდ ეკრანზე ხაშურელ ფეხბურთის გულშემატკივრებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნახვა შეუძლიათ.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!