ხაშურის ამერიკულ კუთხეში კახა კოჟორიძის საჯარო ლექცია გაიმართება

2020 წლის 28 ივლისს, 20:00 საათზე, ხაშურის ამერიკული კუთხის ფეისბუქ გვერდზე გაიმართება კახა კოჟორიძის საჯარო ლექცია თემაზე: ,,ადამიანთა ძირითადი უფლებები და მისი დაცვა, როგორც უსაფრთხო გარემოს პირობა”.

კახა კოჟორიძე პროფესიით იურისტია. მან 1999 წელს დაამთავრა ხაშურის მე-9 საჯარო სკოლა, ხოლო 2005 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნიოვერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობდა GIPA-ს სამართლის პროგრამაზე (2005-2006). სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში (LSE).

კახა კოჟორიძე იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში (2015-2018).  2012-2014 წლებში ორჯერ იქნა არჩეული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ.

კახა ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2013-2015); მართლმსაჯულების სისტემურ რეფორმებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის თავმჯდომარე; კითხულობდა ლექციებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე.

 

 

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!