ამერიკული კუთხე ხაშურში დეზინფორმაციის გავლენის წინააღმდეგ პროექტს ახორციელებს

ამერიკული კუთხე ხაშურში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით დეზინფორმაციის გავლენის წინააღმდეგ პროექტს ახორციელებს. პროექტის სახელწოდებაა ,,დეზინფორმაციის გავლენა და მედიაწიგნიერება”.
პროექტის ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: ოკუპაციისა და ანექსიის არსი; მედიაწიგნიერება ; ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსი; პიროვნული გაძლიერება.
18 ივლისს  პროექტის შეხვედრა დამსწრეთა აქტიური ჩართულობით გაიმართა წაღვლში, სადაც პროექტის თემასთან დაკავშირებული მცირე კონკურსი მოეწყო. გამარჯვებულებს გადაეცათ შესაბამისი საჩუქრები.

 

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!