ვის წარადგენს “ლელო” ხაშურის მაჟორიტარად?

20 ივლისს მმართველმა გუნდმა უკვე წარადგინა ხაშურის, ქარელისა და გორის სოფლების გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი ზაალ დუგლაძე. კანდიდატი უკვე წარადგინა კახა კუკავას პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად ხათუნა გელაშვილი წარადგინა.

ჯერჯერობით უცნობია ვის დაასახელებენ სხვა ოპოზიციური პარტიები. საარჩევნო შტაბების ფორმირება უკვე არაერთმა პარტიამ დაიწყო, მათ შორისაა პარტია “ლელო საქართველოსთვის”, რომლის ხაშურის ორგანიზაციასაც კახა კოჟორიძე ხელმძღვანელობს. პარტიის ოფისი ჯერჯერობით არ ასახელებს ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატს. 21 ივლისს, მამუკა ხაზარაძემ ლელოს ახალი კამპანია „ერთ-ერთი თქვენგანი პარლამენტში“ (https://lelovote.ge/)  წარადგინა. როგორც ჩანს პარტია ჯერ კიდევ მაჟორიტარების ძიების პროცესშია და ხაშურის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს თავად აირჩიოს სასურველი კანდიდატი.

კვლავ უცნობია ვის წარადგენს “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!