,,ქართულმა ოცნებამ” ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატად ზაზა დუგლაძე წარადგინა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიება სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის, „ბიოლის“ ტერიტორიაზე გაიმართა. პარტიამ ხასურის, ქარელისა და გორის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქის კანდიდატად ბიზნესმენი ზაზა დუგლაძე წარადგინა.

“ზაზა დუგლაძე არის გამორჩეული მეწარმე და ძალიან კარგად იცნობს რეგიონის პრობლემებს” , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დუგლაძის წარდგენისას.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ხაშურში, ,,ქართული ოცნების” კანდიდატი ვალერი გელაშვილი დამარცხდა და არჩევნებში “მრეწველების” კანდიდატმა სიმონ ნოზაძენ გაიმარჯვა.

 

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!