ხაშურელი ფოტოგრაფის ფოტოობიექტივით დანახული სამყარო – ნიკა კიკაძე
ფოტოგრაფის მიერ ასახული გარემო განსაკუთრებით საინტერესოა. ის საკუთარი მზერით დანახულ სამყაროს გვთავაზობს და ამავე სამყაროში გვმასპინძლობს. ჩვენ ვუყურებთ კადრს და ნაცნობი ადგილების უცნობ დეტალებს ვპოულობთ, განსხვავებული ფერებით, ფიგურებითა თუ მოვლენებით და ეს დეტალები გვაკვირვებს, გვაოცებს და აღგვაფრთოვანებს.
ამჯერად ჩვენ ახალგაზრდა ხაშურელ ფოტოგრაფს – ნიკა კიკაძეს გაგაცნობთ და მისი თვალით დანახულ სამყაროს შეგახედებთ.
გაგვეცანი ვინ ხარ და როგორ დაიწყო ფოტოგრაფია შენს ცხოვრებაში?
1992 წლის 28 ნოემბერს დავიბადე, ხაშურში. ვსწავლობდი ხაშურის მე-7 საჯარო სკოლაში. ბავშობიდან მიტაცებდა მხატრობა კერძოდ პეიზაჟები და პორტრეტები. დაახლოებით 4 წლის წინ შევიძინე აპარატი და სამოყვარულოდ დავიწყე ფოტოების გადაღება, რასაც ხალხისგან ძალიან დადებითი შეფასება და სიყვარული მოჰყვა, რამაც ამავე პროფესიის დაუფლება გადამაწყვეტინა. ჩემთვის მთავარი მოტივატორი სწორედ ეს ადამიანები არიან. რაც შეეხება კრიტიკას ყველაზე დიდი კრიტიკოსი მე ვარ საკუთარი თავის… არ ვთვლი რომ ჩემი მაქსიმუმი უკვე გავაკეთე , ყოველ წუთს განვაგრძობ ზრდას…
ბოლო წლებში ფოტოგრაფიის სფეროში ბევრი ადამიანია ჩართული. როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა ასეთი ინტერესი და როგორ უნდა განასხვავო ფოტოგრაფი და დილეტანტი ერთმანეთისგან?
დღეს ამის ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობაა. შეიძლება მოყვარულისთვის ხარისხი დაბალი იყოს, მაგრამ გადაიღოს ისეთი კადრი, რომლის ხასიათი და ემოციაც ბევრის მთქმელი იყოს და ხალხს მარტივად მიაწოდოს. რაც შეეხება პროფესიონალიზმს, ეს დიდ და განუწყვეტლივ შრომასთან ერთად მოდის.
შენ ქ. ხაშურში ცხოვრობ და ძირითადად აქვე მუშაობ ამ მიმართულებით. როგორ შეაფასებდი ფოტოფრაფიას ხაშურში, როგორია ინტერესი კარგი ფოტოების მიმართ?
ჩემი შემოქმედების ძირითად არეალს ხაშური მოიცავს. გადაღებებიდან თუ თავისუფალ დროს ბევრი მართლაც საინტერესო ადგილი აღმოვაჩინე, რასაც ადრე ვერ ვამჩნევდი. ჩვენ ქალაქს ძალიან დიდი რესურსი აქვს რასაც გარფთხილება და განვითარება სჭირდება.
რა არის შენთვის ფოტოგრაფია და როგორია შენი ფოტოობიექტივით დანახული სამყარო?
ფოტოგრაფია დღეს ჩემთვის ყველაფერია, ყველა დეტალს ვაკვირდები და ვცდილობ ულამაზეს კადრად ვაქციო. რაც ფოტოობიექტივის თვალის დავიწყე ყურება, ჩემთვის სამყარო უფრო მრავალფეროვანი გახდა…
როგორ ფიქრობ, როგორც ფოტოგრაფი, რეალურ სამყაროს ასახავ, თუ სამყაროს შელამაძებულ ფერებში?
მე ავსახავ რეალურ სამყაროს შელამაზებულ ფერებში. ჩემი აზრით ეს ის ინდივიდუალიზმი და ამოუცნობი მხარეა, რითიც ფოტოგრაფებს ერთმანეთისგან განასხვავებს.
რა გეგმები გაქვს ხაშურში. ფოტოსტუდიის, ფოტოგადაღებების თუ სხვა მიმართულებით?
ორი წელია, რაც ხაშურში სტუდია გავხსენი. ძირითადად პატარებს ვუღებ და სამომავლოდ ვგეგმავ არა მარტო ბავშვებისთვის უფროსებისთვისაც გავავითარო სტუდია, სადაც ნებისმიერი სახის ფოტოსესია იქნება შესაძლებელი. ასევე ვიღებ წყვილებს, კერძოდ ქორწილებს, სადაც სრულ მომსახურებას ვთავაზობ ვიდეო გადამღებთან ერთად. ძალიან დიდია პასუხისმგებლობა, რადგან ბედნიერების ეს ძვირფასი დღე მათვის დაუვიწყარი გახდეს..
რა არის შენი, როგორც ფოტოგრაფის მიზანი და როგორ აპირებ გააუმჯობესო შენი პროფესიული გზა?
ჩემი მიზანია დავაგროვო გამოცდილება, გავხდე უკეთესი და მივიღო ყველა გამოწვევა ამ პროფესიაში. რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდ შრომას მოითხოვს და ამასთანავე ძალიან საიტერესოა.
როგორ გეგმავ ხოლმე ფოტოსესიებს და რა შეიძლება გახდეს შენი ინსპირაცია?
ურთიერთშეთახმებით, დამკვეთთან ერთად განვიხილავთ რამოდენიმე ლოკაციას, იქიდან ვარჩევთ საუკეთესოს. სწორად შერჩეული ადგილები ძალიან მნიშვნელოვანია, რაც აისახება კიდეც შედეგებზე. ასევე ჩვენ ყოველთვის მივესალმებით დაკვეთის სურვილებს და ახალ გამოწვევებს .
როგორ შეგეხმიანოს მკითხველი, თუ შენი ფოტოგრაფიით დაინტერესდა?
დაინტერესების შეთხვევაში მკითხველს შეუძლია დამიკავშირდეს ამ გვერდებზე.
https://www.facebook.com/1992.kikadze
https://www.facebook.com/NIKA-Kikadze-photography-106112760827078/?modal=admin_todo_tour
https://www.facebook.com/nika.kikadze.372?ref=bookmarks