,,Fake სიახლეები” ხაშურზე – ხუმრობა, თუ საჭირო ექსპერიმენტი?!

,,Fake“ სიახლეები ჩვენი ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა. ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, ,,ფეიკ“ ნიუსებთან ბრძოლის მიზნით სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა. ვებგვერდზე ,,ფეიკ“ ინფორმაციის განთავსება ყველას შეუძლია და სტატიაზე გადასვლისას დეტალურადაა ახსნილი რა არის ,,ფეიკ ნიუსი“ და რა ზიანის მომტანია, როგორ დავიცვათ თავი მისგან.

,,ფეიკ ნიუსებთან“ ბრძოლას ხაშურელი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ და სოციალურ ქსელში რამდენიმე ,,სიახლე“ დადეს:

  1. ,,ხაშურში ოპერის თეატრი აშენდება“;
  2. ,,ხაშურის მეტროპოლიტენი ამ დრომდე არ მუშაობს“;
  3. ,,ბიძინა ივანიშვილმა ხაშურში კოდიწყაროს ტბა იყიდა“.

ჩვენი პატარა ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე წაკითხვადი, სწორედ მსგავსი ,,ფეიკ ნიუსია“, რომელიც საზოგადოების გაღიაზიანებას იწვევს. ბრაზდებიან ისინი, ვინც იჯერებ და ბრაზდებიან ისინიც, ვინც არ იჯერებენ, მაგრამ მაინც პროტესტს გამოთქვამენ, აზიარებენ, ან უარყოფით კომენტარს წერენ.

შედეგად, ხაშურში ოპერის თეატრის აშენებაზე დაწერილმა „ნიუსმა“ ,,ნიუსებს“ შორის 23-ე ადგილი დაიკავა.

,,ფეიკ ნიუსზე“ გადასვლისას რეალურად წერია:

,, ინფორმაცია რომელმაც დაგაინტერესა და ამ გვერდზე გადმოგიყვანა ყალბია!

“Fake News, იგივე ცრუსიახლეები თანამედროვე ეპიდემიაა, რომლის მიზანიც ჩვენი შეცდომაში შეყვანაა.

„Fake News”-ებს, უცხო ქვეყნები, პოლიტიკური პროპაგანდისთვის დიდი წარმატებით იყენებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურმა გამოაქვეყნა ოფიციალური დასკვნა, რომლის თანახმადაც, რუსეთმა 2016 წლის ამერიკულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედება, სწორედ ცრუსიახლეების გამოყენებით მოახერხა.

ამ ეპიდემიის ზემოქმედება საქართველოშიც სწრაფად ვრცელდება. გვაკვირდებიან და მიზანში გვიღებენ ისეთი “სიახლეებით”, რომლებიც იციან, რომ ჩვენში ინტერესს, შიშს, ბრაზს, ზიზღს გამოიწყევს.      „ინფო ტერორისტები“ ელიან, რომ ამ ემოციებს ავყვებით და სტატიას ჩვენს სოციალურ გვერდზე გადავაშეარებთ – სადაც, მას კიდევ მინიმუმ, რამოდენიმე ასეული ადამიანი ნახავს!

ასეთი ყალბი ახალი ამბები ხშირად იმ მიზნითაა შექმნილი, რომ ჩვენი ყურადღება რეალურად მნიშვნელოვაინ საკითხებიდან გადაიტანონ და სხვაგან მიმართონ, ან სულაც ერთმანეთის წინააღმდეგ დაგვრაზმონ.

პოლიტიკურის გარდა, ცრუსიახლეებს ხშირად ხშირად მატერიალური მიზეზებითაც ავრცელებენ. რაც უფრო სკანდალურია სათაური, მით მეტი ადამიანი ხსნის სტატიას და მით მეტია შემოსავალი საიტზე განთავსებული რეკლამისგან. ყალბი ინფორმაციის რეალურისგან გარჩევა არც ისე რთულია, თუ მას სხვა სანდო მედია საშუალებებში და საინფორმაციო გვერდებზე გადავამოწმებთ“.

ამის მიუხედავად ასეთ კომენტარებს და შეფასებებს ვაწყდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა დიდი ნაწილი აზრს მხოლოდ სათაურის გამო გამოთქვამს და მათთვის ინფორმაციის სანდოობისთვის ეს ცრუ სათაურიც კი საკმარისია.

 

და ბოლოს კიდევ კარგი ასეც შეგვძლია ,,ფეიკებთან” ბრძოლა:

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!