“მომავლის სოფლის” კონკურსში ხაშურიდან ნიკა კახეთელიძემ გაიმარჯვა

“მომავლის სოფლის” და მისი დამფუძნებლის, მწერალ გურამ მეგრელიშვილის ინიციატივით, შიდა ქართლის გუბერნიამ საინტერესო პროექტი “დაგვანახე შენი სოფელი” წამოიწყო. კონკურსის იდეა მდგომარეობდა შემდეგში: მოქალაქეებს, საკუთარი თვალით დანახული სოფელი, ქალაქი, დაბა უნდა ეჩვენებინათ დანარჩენი საქართველოსთვის. კონკურსში მრავალი საინტერესო მონაწილე ჩაება, საბოლოოდ გამივლინდნენ გამარჯვებულები, რომელთა დაჯილდოებაც 27 მაისს, ხაშურის ახლად მშენებარე ბანას ტაძრის ტერიტორიაზე გაიმართა.

შედეგები:
გამარჯვებულები
კასპი: – მარიამ/დავით ბეინაშვილები, ნინო ჯამრიშვილი 6 ხმა
ქარელი: -მარიამ ხიზანაშვილი 6 ხმა
ხაშური: – ნიკა კახეთელიძე 6 ხმა, 
გორი: – თამარ მეტრეველი 4 ხმა

მეორე ადგილები: – კასპი: სანდრო ტენტერაშვილი 1 ხმა
ქარელი: – მიხეილ გეგელაშვილი 1 ხმა
ხაშური: სერაფიმე მეტრეველი 1 ხმა
გორი: – მარიამ ხმიადაშვილი, ლიზი ავანაშვილი 1-1 ხმა.

დაჯილდოვების დღეს და სხვა დეტალებს მოგვიანებით დავწერთ.

2-3 ადგილოსნები ასევე მიიღებენ მოკრძალებულ პრიზებს.

ყველა მონაწილე დაჯილდოვდება ანსამბლ Shavnabada • შავნაბადა-ს აუდიო ალბომით.

ვიდეო იხილეთ აქ: https://www.facebook.com/407161339861802/videos/448323659256919/

ნინო დოფიძე

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!