შიდა ქართლში სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი მორის დანდურიშვილია
2019 წლის 25 მაისს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია-გამოფენა გაიმართა.
კონფერენციის სტუმრებმა დაათვალიერეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა.
კონფერენციის მსვლელობისას, სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
შიდა ქართლში წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებლად მორის დანდურიშვილი დასახელდა. იგი 2014 წლიდან ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორია.
კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად და რეგიონულ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.