ხაშურში სპორტკომპლექსი გაიხსნა
ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი გაიხსნა. საზეიმო ლენტი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა შიდა ქართლის სამხარეო რწმუნებულ-გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან ერთად გაჭრა. სპორტული კომპლექსის გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, სპორტსმენები და ადგილობრივი მოსახლეობა.
ღონისძიებაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ ხელისუფლებას, სამხარეო ადმინისტრაციას და ყველა იმ უწყებას, რომელმაც წვლილი შეიტანა სპორტული კომპლექსის მშენებლობის საქმეში. მან წარმატება უსურვა მწვრთნელებს და მოსწავლეებს მომავალ საქმიანობაში. მრავალფუნქციური სასპორტო დაწესებულება 1500-ზე მეტ სპორტსმენს მოემსახურება. სპორტული კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტის და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით განხორციელდა. პროექტის 2 292 455 ლარი შეადგინა. ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე კი 700 000 ლარი დაიხარჯა.