ხაშურის მუზეუმში მწერალ ლელა ცუცქირიძესთან შეხვედრა გაიმართა

ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ლიტერატურულ სალონში მწერალ ლელა ცუცქირიძესთან შეხვედრა გაიმართა. საღამოს, ორგანიზატორი და ლიტერატურული სალონის დამფუძნებელი, მწერალი მურად მთვარელიძე უძღვებოდა. ავტორი შეხვდა როგორც უფროს ასევე პატარა მკითხველებს და ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე, სამომავლო გეგმებსა და ლიტერატურულ სიახლეებზე. წაიკითხა საკუთარი ლექსები და უპასუხა ახალგაზრდების საინტერესო შეკითხვებს.

ლელა ცუცქირიძე არის როგორც საბავშვო წიგნების ავტორი და მწერალი, ასევე გამოცემულია მისი ლექსების კრებულები „ლილოჭრელო“ და „წარმოიდგინე ელისაბედ.“ ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტი და სხვა ქართული ლიტერატურული პრემიების მონაწილე და გამარჯვებული, მისი ლექსები ნათარგმნია სხვადასხვა ენაზე და შესულია არაერთ უცხო ენაზე დაბეჭდილ ანთოლოგიაში. აღებული აქვს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია ილუსტრაციებისთვის.

ნინო დოფიძე

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!