ხაშურის მუზეუმში მაია წიქარიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა

ლიტერატურული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უკვე კარგად ცნობილია ერთი ახალგაზრდა ხაშურელი შემოქმედი, მაია წიქარიშვილი. მცირე ასაკის მიუხედავად მისი ლექსები დიდი ხანია რაც ლიტერატურულ ჟურნალებში იბეჭდება და გამოცდილი ლიტერატორებისგან კარგ შეფასებებსაც იმსახურებს.

2019 წლის 7 თებერვალს, ხაშურის მხარეთმცოდენობის მუზეუმის ლიტერატურულ სალონში, რომელიც ლიტერატურათმცოდნე მურად მთვარელძემ დააარსა, მაია წიქარიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. პოეზიის საღამო პროექტის: „ცხოვრება ლიტერატურაში“ ფარგლებში შედგა.

მაია წიქარიშვილი: ,,ამ პროექტის სათაურიდან გამომდინარე ,,ცხოვრება ლიტერატურაში“ მინდა ვთქვა , რომ ცხოვრება ლიტერატურაში ადვილი ნამდვილად არაა… როგორც სიყვარულზე ვერ ვიტყვით ტანჯვაა თუ ჯილდო, ისე ლიტერატურაში ცხოვრებაზე ვერ ვიტყვით ჯილდოა თუ სასჯელი. სიტყვასთან ურთიერთობა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა … ჩემი პროფესიიდან გამომდინარე კარგად ვაცნობიერებ ამას… იმედი მაქვს ღირსეულად დავიწყებ ჩემი ცხოვრების გზას ….”.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!