ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. რესტავრაციის პროცესი გარკვეული დროის განმავლობაში, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დარღვევების გამო, შეჩერებული იყო, თუმცა შიდა ქართლის გუბერნიის განცხადებით სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მუზეუმი ზაფხულის სეზონზე უკვე შეძლებს დამთვალიერებლებს უმასპინძლოს.

,,ყიფიანის სახლ-მუზეუმის აღდგენა-რეაბილტაციას მრავალმხირივი დატვირთვა აქვს და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციას, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს. ისეთ საზოგადო მოღვაწეს, როგორიც დიმიტრი ყიფიანი იყო, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი დაფასება სჭირდება. გარდა ამისა, ქვიშხეთი საკურორტო ზონაა და შესაბამისად, მუზეუმების, კულტურული ძეგლებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს როგორც ტურისტული პროტენციალის ზრდას, ისე ადგილზე ეკონომიკის განვითარებას, რაც თავისთავად, სასიკეთოდ აისახება ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ამ დროისთვის, ჩვენი პრიორიტეტი მიმდინარე სამუშაოების ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაა. სწორედ ამიტომ, სამხარეო ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები მაქსიმალურად ვართ მობილიზებულები, რომ რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობა იყოს ეფექტიანი და თითოეული მოსახლის კეთილდღეობაზე აისახოს პროექტების განხორციელებით მიღებული შედეგი” – აღნიშნულია შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებაში.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!