წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ქართველი პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს.
კულტურის სამინისტროს ცნობით, პროცესის ორგანიზება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა.
„პროექტი შემუშავდება პროფესიონალი არქიტექტორების მიერ, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შენობის გადარჩენის ზუსტ გეგმას დასახავენ“,-აცხადებენ სამინისტროში.
უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ სოფელ ქვიშხეთში მდებარე სახლი, სადაც საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანმა მთელი ცხოვრება გაატარა და შემდგომ მწერალთა საზაფხულო რეზიდენცია იყო, დღეს დანგრევის პირასაა.
დიმიტრი ყიფიანი მე-19 საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მისმა მოღვაწეობამ და პუბლიკაციებმა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი.