ხაშურში არჩილ სუთიაშვილის ფოტო სტუდია გაიხსნა
ხაშურში, შოთა რუსთაველის ქ. 1-ში, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის ქვედა სართულზე არჩილ სუთიაშვილის ფოტო სტუდია გაიხსნა. ფოტო სტუდიაში შესაძლებელია პროფესიონალური ფოტოების გადაღება და დამუშავება, მაღალი ხარისხის პორტფოლიოების შექმნა. სტუდიაში შესაძლებელია ფოტოების გადაღება ყველა თაობის ადამიანებისთვის, ვისი ფოტოც მნიშვნელოვანია თქვენი საოჯახო ალბომისათვის.
ხაშურში ფოტო სტუდია პირველად იქმნება და მისი დამფუძნებელია ქვიშხეთელი ფოტოგრაფი არჩილ სუთიაშვილი, რომელსაც ხაშურის საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. შეკვეთები მიიღება აგრეთვე საქორწინო და კორპორატიული წვეულებების ფოტო გადაღებისთვის.
მსურველები დაუკავშირდით მითითებულ ფეისბუქ გვერდზე და შემდგომ მიბრძანდით სტუდიაში.
არჩილ სუთიაშვილის მიერ გადაღებული სტუდიური ფოტოების მცირე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ურში