ჭერათხევის ხეობა ფოტოობიექტივში
ჭერათხევის ხეობა ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობას. იგი მდინარე ჭერათხევის (იგივე ჭერათხეულას) ირგვლივაა წარმოდგენილი და სხვადასხვა სოფელია განფენილი. მდინარე ჭერათხევი სურამულას მარცხენა შენაკადია. სათავეს იღებს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1078 მეტრზე. სიგრძე 27 კმ-ია. აქ არსებულ სოფლებს დიდი ისტორიული წარსული გამოარჩევთ და შიდა ქართლში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავიათ. აქაა სოფელი ალი, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზასაყარზე მდებარეობდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში, რამაც ხელი შეუწყო მის გაქალაქებას (XII საუკუნე). ჩრდილოეთიდან მას იცავდა ალის ციხე, ხოლო სამხრეთიდან — ნაბახტევისა. დღეს ამ ციხეების ნაშთებია შემორჩენილი. მონღოლთა ბატონობის პერიოდში ალი დაკნინდა და მცირე ქალაქად იქცა. XVIII საუკუნეში კვლავ დაწინაურდა და ზემო ქართლის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი გახდა. ალი სამეფო ქალაქი იყო და მოურავი განაგებდა.
აქაა ნაბახტევი, ვაყა, ბრილი, დუმაცხოვი, ქინძათი, ბროლოსანი, უწლევი და ა.შ. სოფლები, რომლებშიც არსებული ძეგლები, ტრადიციული კულტურა, ემპირიული გადმოცემები, ხალხურ დღეობათა კალენდარი მეტყველებს ამ ხეობის კულტურულ როლზე და უდიდეს მნიშვნელობაზე. ხეობა ნაწილობრივ შესწავლილია არქეოლოგიური, ისტორიული კუთხით, თუმცა აქ კვლავ ბევრია შესასწავლი, მათ შორის ეთნოგრაფიული ექსპედიციებია საჭირო, რაც ხეობის ისტორიას უკეთ შეუნახავს მომავალ თაობას.
ეს კი ხეობის ამსახველი ფოტოები.































