მხარი დავუჭიროთ სერაფიმე მეტრეველს – “წიგნების თაროს” ხაშურელი კონკურსანტი
,,მე სერაფიმე ვარ. ვსწავლობ ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლაში. ვარ მე-10 კლასის მოსწავლე. მიყვარს კითხვა, კლასიკური მუსიკა, ხატვა და შექსპირი. დაინტერესებული ვარ ფსიქოლოგია-ფილოსოფიით. ოცნებით ბევრს არ ვოცნებობ, ჩემი ოცნებაა მქონდეს ლამაზი და მრავალფეროვანი ცხოვრება. ჩემი მიზანია ვისწავლო გერმანიაში, მივიღო დიდი განათლება და ყველანაირად დავეხმარო ჩემს ქვეყანას. ასევე, მინდა, რომ ამ ცხოვრებაში დავიმკვიდრო ჩემი ადგილი. რაც შეეხება კითხვას, ვიცი რომ ესაა ერთ-ერთი გზა, რომ გავხდეთ წარმატებულები, ბედიენერები და მრავალფეროვნები. როცა წიგნს ვამთავრებ, ჩემში უკვე რამდენიმე პიროვნება იწყებს ცხოვრებას, ამიტომ მარტოობის აღარ მეშინია. “წიგნი ცივი მეგობარია, მაგრამ ერთგული”.
საქართველოს მასშტაბით 96 მოსწავლეს შორის ჩვენი თანამოქალაქე იღებს მონაწილეობას რომ გახდეს ხალხის რჩეული!
ყოველ 24 სააათში შეგიძლიათ ხმის მიცემა
ნუ დაიზარებთ ერთი ხმაც გადამწყვეტია!
გამარჯვების შემთხვევაში სერაფიმე თავის გუნდთან ერთად გაემგზავრება კემბრიჯში
გადადი ბმულზე და მიეცი ხმა სერაფიმეს!