ხაშურში გორგასალის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

ხაშურში გორგასალის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქუჩის მოასფალტება და ბორდიურების მოწესრიგება. აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებს უკვე მრავალი წელია უგზოობის პრობლემა აწუხებთ.  ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები 20 წელზე მეტია, არ განხორციელებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 242965 ლარია გამოყოფილი.

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია! გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!